top of page

საფულეების მახასიათებლები


სანამ ელექტრონული საფულეს შეარჩევთ და დაიწყებთ მის გამოყენებას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამოდენიმე მახასიათებელი, რომელიც აქვს ამ საფულეებს. ეს მახასიათებლები დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში


მულტი-ვალუტა, თუ ერთჯერადი გამოყენება?


მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ციფრული ვალუტაა, ასობით ახალი კრიპტოვალუტა (რომელთაც ალტკოინები ეწოდება) გამოჩნდა, თითოეული განსხვავებული ეკოსისტემითა და ინფრასტრუქტურით. თუ დაინტერესებული ხართ სხვადასხვა კრიპტოვალუტებში, კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ ცალკეული საფულის გახსნა ყველა ვალუტისათვის. ისეთი ელექტრონული საფულის გამოყენების მაგივრად, რომელიც მხოლოდ ერთ ვალუტას უჭერს მხარს, უფრო მოსახერხებელი იქნება მულტი-ვალუტის საფულის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ რამდენიმე ვალუტა ერთი საფულით.


არსებობს თუ არა ტრანზაქციის საფასური?


ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს.

ზოგადად, ტრანზაქციის საფასური ტრადიციული ბანკის საფასურის მცირე ნაწილია. ხანდახან, საფასური უნდა გადაეხადოს ქსელის მაინერებს კონკრეტული ტრანზაქციებისთვის, როგორც დამუშავების საფასური მაშინ, როდესაც ზოგიერთ ტრანზაქციას საფასური საერთოდ არ გააჩნია. ასევე შესაძლებელია, თქვენი საკუთარი საფასურის მითითება. მაგალითისათვის, 226 ბაიტის ტოლი საშუალო ტრანზაქცია 18,080 სატოში დაჯდება, ანუ 1.3$. რიგ შემთხვევებში, თუ თქვეენ დაბალ საფასურს აირჩევთ, თქვენს ტრანზაქციას შეიძლება დაბალი პრიორიტეტი მიენიჭოს და საათობით, ან დღეობით ლოდინი დაგჭირდეთ, სანამ ოპერაციას დაადასტურებენ. თუ თქვენ გჭირდებათ, რომ ტრანზაქცია მალევე დაამტკიცონ, მაშინ მოგიწევთ საფასურის გაზრდა. რომელი საფულეც არ უნდა გამოიყენოთ, ტრანზაქციის საფასური ის არ არის, რაზეც უნდა ინერვიულოთ. თქვენ ან ძალიან მცირე საფასურს გადაიხდით, ან აირჩევთ საკუთარ საფასურს, ანდა საერთოდ არ გადაიხდით მას. ეს წარსულის აშკარა გაუმჯობესებაა!


არის თუ არა ელექტრონული საფულე ანონიმური?


დაახლოებით, მაგრამ არა სრულად. საფულეები ფსევდონიმურია. ის არ არის მიმაგრებული მომხმარებლის ნამდვილ იდენტობასთან, მაგრამ ყველა ოპერაცია ინახება საჯაროდ და მუდმივად ბლოკჩეინზე. თქვენი სახელი, ან პირადი ქუჩის მისამართი აქ არ გამოჩნდება, მაგრამ შესაძლებელია მონაცემებით, როგორიცაა საფულის მისამართი, თქვენი იდენტობის დადგენა სხვადასხვა გზით. სანამ ცდილობენ, ანონიმურობისა და კონფიდენციალობის მარტივად მიღწევას, არსებობს აშკარა ხარვეზები სრული ანონიმურობის მიღწევაში. ნახეთ DarkWallet-ის (ბნელი საფულის) პროექტი, რომელიც ცდილობს, განამტკიცოს კონფიდენციალობა და ანონიმურობა ფარული მისამართებითა და ჟეტონების შერევით.


წყარო: Blockgeeks.com

Related Posts

See All

CryptoZ

bottom of page