ელექტრონული საფულეების უსაფრთხოება
კრიპტო სამყაროში, უამრავი ადამიანი კარგავს საკუთარ მონეტებს გაუფრთხილებლობის, ჰაკერების შემოტევის ან თაღლითობის გამო. ამიტომ პირველ რიში შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვა - არის თუ არა ელექტრონული საფულე უსაფრთხო?
საფულეების უსაფრთხოება ცვალებადია. უსაფრთხოების ხარისხი დამოკიდებულია საფულის ტიპზე და სერვისის პროვაიდერზე. ვებ-სერვერი ბევრად რისკიანი გარემოა თქვენი ვალუტის შესანახად ვიდრე ქსელგარეშე (Offline) რეჟიმი. ონლაინ საფულეები შედარებით დაუცველია პლატფორმაზე, რაც მათი ჰაკერების მიერ გატეხვის რისკს ზრდის. ქსელგარეშე საფულეებში კი, მეორეს მხრივ, ჰაკერები ვერ შეაღწევენ, რადგან ისინი უბრალოდ არ არიან დაკავშირებული ქსელთან და უსაფრთხოების კუთხით, არ არიან დამოკიდებული მესამე პირზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქსელში ჩართული საფულეები ყველაზე მეტად სარისკოა და მარტივად შეღწევადი ჰაკერებისთვის, საჭიროა სერიოზული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება ნებისმიერი ტიპის საფულის შემთხვევაში. დაიმახსოვრეთ, რომ რომელ საფულესაც არ უნდა იყენებდეთ, თქვენი პირადი გასაღების დაკარგვა ფულის დაკარგვის ტოლფასია. მსგავსად ამისა, თუ თქვენს საფულეს გატეხავენ, ან თუ თქვენ ფულს თაღლითს გადაუგზავნით, არ არსებობს დაკარგული ფულის უკან დაბრუნების გზა. ამისათვის საჭიროა, გარკვეული ზომების მიღება და ფრთხილად ყოფნა!
დაარეზერვეთ თქვენი საფულე
შეინახეთ ვალუტის მხოლოდ მცირე ოდენობა ყოველდღიური გამოყენებისთვის ონლაინში, თქვენს კომპიუტერში ან მობილურში და დატოვეთ ფულის უმეტესი ნაწილი ძლიერი დაცვის მქონე გარემოში. ცივი ან ოფლაინ საცავის სარეზერვო ფუნქციები, როგორიცაა Ledger Nano, ქაღალდი, ან USB, დაგიცავთ და საშუალებას მოგცემთ, აღადგინოთ თქვენი საფულე მისი დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ის თქვენ ვერ დაგიცავთ ჰაკერებისაგან. სინამდვილეში, თუ თქვენ ქსელში ჩართული საფულის გამოყენებას გადაწყვეტთ, არსებობს ისეთი თანდაყოლილი რისკები, რომელთა წინააღმდეგაც თავს ყოველთვის ვერ დაიცავთ.
განაახლეთ software
მუდამ განაახლეთ თქვენი software, რათა გქონდეთ უსაფრთხოების უახლესი ვერსიები. თქვენ მუდმივად უნდა ანახლებდეთ არა მხოლოდ თქვენი საფულის software-ს, არამედ software-ს თქვენს კომპიუტერსა თუ მობილურშიც.
დაამატეთ უსაფრთხოების შრეები
რაც უფრო მეტი უსაფრთხოების შრე გექნებათ, მით უკეთესი. გრძელი და კოპმლექსური პაროლების დაყენება და პაროლის მოთხოვნა ყოველი თანხის გამოტანისას მხოლოდ დასაწყისია. გამოიყენეთ საფულეები, რომელთაც აქვთ კარგი რეპუტაცია და აწარმოებენ უსაფრთხოების დამატებით შრეებს, როგორიცაა ორფაქტორიანი ამოცნობა და დამატებითი პინკოდის მოთხოვნა საფულის გახსნისას. დაფიქრდით ისეთ საფულეზეც, რომელიც გთავაზობთ multisig ტრანზაქციებს, როგორიცაა Armory, ან Copay. Multisig, ან იგივე მულტი-ხელმოწერის საფულე მოითხოვს ნებართვას სხვა მომხმარებლის, ან მომხმარებლების მიერ, სანამ რაიმე ოპერაციას განახორციელებდეს.
წყარო: Blockgeeks.com