top of page

რა უნდა ვქნათ თუ ბიტკოინის ტრანზაქცია გაიჭედა?

ბიტკოინის ბლოკჩეინში ტრანზაქციების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ძალიან ბევრი ტრანზაქცია ვერ ასწრებს ბლოკში შესვლას და ამიტომ ისინი იჭედება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ხვდება ტრანზაქციების რიგში და იძულებულია, დაელოდოს უკვე გადატვირთულ მაინერს, რომ შეიტანოს ეს ტრანზაქცია ბლოკში. რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ ტრანზაქცია აუცილებლად შევა ბლოკში, მაგრამ ამას შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეს.

transacttions per block

ზოგადად, მაინერები პირველ რიგში ატარებენ იმ ტრანზაქციებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი საკომისიო აქვთ გადახდილი. დანარჩენი ტრანზაქციები კი, რომლებსაც სხვებზე ნაკლები აქვთ მითითებული, იქამდე არ გატარდებიან, სანამ საკომისიოების ეგრეთ წოდებულ ბაზარზე/აუქციონზე არ მოვა მათი რიგი. საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რისი მეშვეობითაც თქვენი ბიტკოინის ტრანზაქციას არ მოუწევს რიგში ყოფნა დღეების განმავლობაში, ან თუნდაც საერთოდ არ დადასტურება.

ტრანზაქციის გაგზავნამდე:

თუ გინდათ, რომ თქვენი ტრანზაქცია მალე დადასტურდეს და მაინერმა ის მალე შეიტანოს ბლოკში, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ თქვენს ტრანზაქციას მიუთითოთ შედარებით მაღალი საკომისიო, ვიდრე ეს ბაზარზეა. ძალიან ბევრ საფულეს უკვე აქვს ფუნქცია, რომელიც თქვენ გთავაზობთ საკომისიოს რეკომენდირებულ ოდენობასბ, რათა თქვენი ტრანზაქცია არ გაიჭედოს. თუ გინდათ, რომ თქვენი ტრანზაქცია შემდეგ ბლოკებში გაცილებით სწრაფად იყოს შეტანილი, გაგზავნისას მიუთითეთ მაღალი საკომისიო. თუ თქვენი საფულიდან ტრანზაქციები ხშირად იჭედება და დიდ დროს ანდომებს გადარიცხვას, მაშინ სცადეთ საფულის განახლება ან საერთოდ გამოცვალეთ ის.

transaction fee

(წყარო: coputta.com)

ვებგვერდები როგორიცაა 21.co ახდენენ ქსელის მონიტორინგს, და ასევე რეკომენდაციას გთავაზობენ თუ რა ოდენობის საკომისიო უნდა შეიყვანოთ ბიტზე და ასევე ითვლიან სავარაუდო დროს ტრანზაქციის დასრულებისთვის.

ტრანზაქციის გაგზავნის შემდგომ:

თუ თქვენ უკვე გააგზავნეთ ტრანზაქცია და ის გაიჭედა ქსელში, შეგიძლიათ გარკვეული ქმედებებით გადაახტეთ რიგს. ამ ფუნქციას ეწოდება ‘’Opt-in Replace-by-fee’’. ეს ფუნქცია თქვენ საშუალებას მოგცემთ, თავიდან გაატაროთ იგივე ტრანზაქცია, მაგრამ შედარებით მაღალი საკომისიოთი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ტრანზაქცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი მაინერი მოიპოვებს შემდეგ ბლოკს, რადგან ყველა მაინერი არ ოპერირებს ამ ფუნქციით. ‘’Opt-In RBF’’ ფუნქცია ყველა საფულეს არ გააჩნია, ამჯერად მას მხოლოდ ორი იყენებს: ELECTRUM და GreenAdress.

თუ თქვენ საფულეს არ გააჩნია ზემოთ ხსენებული ფუნქცია, მაშინ დაჩქარების ოპერაცია ცოტათი რთულდება. ბიტკოინის გაგზავნისას, თქვენ არა მხოლოდ აგზავნით მას მიმღებთან, არამედ ხურდასაც უგზავნით თქვენს თავს უკან. თქვენ კი შეგიძლიათ, დახარჯოთ ეს ხურდა. ზოგი საფულე გაძლევთ ხურდის კონფირმაციამდე დახარჯვის უფლებას. ამ დროს თქვენ აგზავნით ამ ხურდას და უთითებთ შედარებით მაღალი საკომისიოს; თუ ორივე ტრანზაქციის საერთო საკომისიო საკმარისად მაღალი აღმოჩნდება, მაინერი ორივე ტრანზაქციას გაატარებს და დაგიდასტურებთ მათ შემდეგ ბლოკში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საფულე არ გაძლევთ ხურდის დახარჯვის უფლებას კონფირმაციამდე, შეგიძლიათ მთელი თქვენი ბალანსი გადაიგზავნოთ ისევ თქვენსავე მისამართზე ასევე შედარებით მაღალი საკომისიოთი; ეს ტრანზაქცია უკვე შეიცავს ხურდას და უფრო მალე დადასტურდება.

არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელსაც VIABTC სთავაზობს მომხმარებელს. შედით მათ ვებგვერდზე და გადადით ''TRANSACTION ACCELERATOR''-ის სექციაში. ჩაწერეთ თქვენი ტრანზაქციის საიდენტიფიკაციო ნომერი მითითებულ ველში და ისინი პრიორიტეტს მიანიჭებენ თქვენს ტრანზაქციას. გაითვალისწინეთ, ტრანზაქციის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 0.1 Mbtc კილობაიტზე. ვინაიდან VIABTC-ის ავზი შეადგენს მთლიანი ქსელის 7%-ს, თქვენ კარგი შანსი გაქვთ იმისა, რომ ტრანზაქცია დაჩქარდეს. ეს სერვისი ლიმიტირებულია 100 ტრანზაქციაზე ყოველ საათში. სერვისი ასევე მუშაობს ტრანზაქციის მიმღებისთვისაც.

P.S ასევე იხილეთ youtubes-ის ერთ ერთი ვიდეო სადაც მომხმამარებელი ხსნის 2 საინტერესო გზას თუ როგორ შეიძლება კიდევ აჩქარდეს ბიტკოინის დაუდასტურებელი ტრანზაქციები:

ვიდეო მოგვაწოდა Cryptoz.ge-ს ერთ ერთმა კარგის მსურველმა მომხმარებელმა :)

bottom of page