top of page

ელექტრონული საფულეების ტიპები



ჩვენს ბლოგში - "რა არის ელექტრონული საფულე?" მოკლედ ავხსენით თუ რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს იგი. ამ ბლოგში გვინდა მოგიყვეთ ელ. საფულეების ტიპების შესახებ




რა და რა სახის ელექტრონული საფულეები არსებობს?


არსებობს რამდენიმე სახის საფულე, რომლებიც სხვადასხვა გზით ინახავს თქვენს ციფრულ ვალუტას. საფულეები შეიძლება დაიყოს სამ განსხვავებულ კატეგორიად - software, hardware, და ქაღალდის. Software საფულე შეიძლება იყოს დესკტოპის, მობილურის, ან ონლაინ.


დესკტოპის: საფულე უნდა გადმოვიწეროთ და დავაყენოთ ლეპტოპზე ან პერსონალურ კომპიუტერზე. მასში შეღწევა შეიძლება მხოლოდ ერთადერთი კომპიუტერით, რომელშიც ჩაწერილია აპლიკაცია. დესკტოპის საფულე გვთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ უსაფრთხოებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ თქვენს კომპიუტერს ჰაკერები გატეხავენ, ან კომპიუტერი დავირუსდება, არსებობს იმის რისკი, რომ მთელს თქვენს ფულს დაკარგავთ.


ონლაინ: საფულეები მუშაობენ ქლაუდზე და შეღწევადები არიან ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობიდან ნებისმიერ ადგილას. ასეთ საფულეში შეღწევა უფრო მარტივია, მაგრამ, ამასთან ერთად, ონლაინ საფულეები ინახავენ თქვენს პირად გასაღებებს ონლაინ რეჟიმში და კონტროლდებიან მესამე პირის მიერ, რაც მათ უფრო ასუსტებს ჰაკერებისა და ქურდების წინააღმდეგ.


მობილურის: საფულე მუშაობს აპლიკაციით თვენს მობილურში და პრაქტიკულია იმიტომ, რომ მათი გამოყენება შეიძლება ყველა ადგილიდან. მობილურის საფულეები ძირითადად უფრო მომცრო ზომისაა და უფრო მარტივია, ვიდრე დესკტოპის საფულეები შეზღუდული მობილურის ტევადობის გამო.


Hardware: საფულეები განსხვავდებიან software საფულეებისაგან იმით, რომ ისინი ინახავენ მომხმარებლის პირად გასაღებებს USB-ის მაგვარ აპარატურებში.მიუხედავად იმისა, რომ აპარატურის საფულეები ტრანზაქიებს ქსელში ჩართულ რეჟიმში წარმართავენ, ისინი ინახება ქსელგარეშე რეჟიმში, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. აპარატურის საფულეები შეთავსებადია რამოდენიმე ვებ ინტერფეისთან და მხარს უჭერს სხვადასხვა ვალუტას; ეს უბრალოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომლის გამოყენებას გადაწყვეტთ. ამასთან, ტრანზაქციების წარმოება მარტივია. მომხმარებლები უბრალოდ აერთებენ თავიანთ მოწყობილობას ნებისმიერ კომპიუტერთან ან მოწყობილობასთან, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან, შეჰყავთ პინ-კოდი, აგზავნიან ვალუტას და ადასტურებენ. აპარატურის საფულეები შესაძლებელს ხდის მარტივად ურთიერთობას და, ამასთანავე, ინახავს თქვენს ფულს ქსელგარეშე რეჟიმში, უსაფრთხო ადგილას.


ქაღალდის: საფულეები მარტივად გამოყენებადია და საკმაოდ უსაფრთხო. ტერმინი ქაღალდის საფულე თქვენი პირადი და საჯარო გასაღებების ფიზიკური ასლის, ან ამონაბეჭდის მიმართებაში გამოიყენება, მაგრამ ამასთანავე ეხება software-ის იმ ნაწილს, რომელიც გამოყენებულია გასაღებების წყვილის უსაფრთხოდ წარმოებისათვის, რომლებიც შემდეგ ამოიბეჭდება. ქაღალდის საფულის გამოყენება შედარებით სწორხაზოვანია. ბიტკოინის, ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის გადარიცხვა თქვენს ქაღალდის საფულეში მიღწეულია ფულადი სახსრების გადარიცხვით თქვენი software საფულიდან საჯარო მისამართზე, რომელიც ქაღალდის საფულეზეა მითითებული. ალტერნატიულად, თუ გინდათ, გამოიტანოთ ან დახარჯოთ ვალუტა, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ გადარიცხოთ თანხა თქვენი ქაღალდის საფულიდან software საფულეზე. ამ პროცესს ხშირად sweeping ეწოდება. ის შეიძლება განხორციელდეს ხელით, ანუ პირადი გასაღების შეყვანით, ან QR კოდის სკანირებით ქაღალდის საფულეზე.


bottom of page