top of page

Deutsche Bank: ბიტკოინის ბაზრის დანგრევა ერთ-ერთია 2018 წლის ფინანსურ საფრთხეებს შორის !


2017 წელი გლობალური ეკონომიკური განვითარების კუთხით საკმაოდ წარმატებული წელი იყო. ამას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებდა: 1) ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთები და 2) დიდი მოცულობის ინვესტიციები სხვადასხვა ბაზრებში. მიუხედავად ამისა, Deutsche Bank-ის მთავარი საერთაშორისო ეკონომისტი, ტორსტენ სლოკი, აცხადებს, რომ 2018 წელს, ერთ-ერთი მთავრი გლობალური ფინანსური საფრთხე ბიტკოინის ბაზრის ჩამონგრევაა:


“ჩვენი მოსაზრება გამომდინარეობს იქიდან, რომ ფინანსური ბაზრები ბიტკოინის ფასის ასეთ ვოლატილობას (ცვალებადობას) არ განიხილავენ, როგორც სერიოზულ პრობლემას. თუ კრიპტოვალუტის ფასის მიმდინარე ტენდენცია 2018 წელსაც გაგრძელდება, შეიძლება ამ რისკმა სისტემური ხასიათი მიიღოს“.


მიუხედავად ასეთი ავტორიტეტული პროფესიონალის არგუმენტისა, ჩვენი მოკრძალებული აზრია, რომ მოკლევადიან პერიოდში, ბიტკოინი შესაძლოა იმ გლობალური საფრთხეებისაგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება იყოს, როგორიცაა Brexit-ის ეფექტი გლობალურ (ძირითადად ევროპულ) ეკონომიკაზე, ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის ტესტირება, ამერიკაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური საფრთხეები და ა.შ.


წყარო: Cointelegraph.com

bottom of page