top of page

Ethereum-ის დამფუძნებელი, ვიტალიკ ბუტერინი, მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიანი ადმიანების სიაში მოხვდა

ვიტალიკ ბუტერინი (დაბადებული 01/31/1994) - პროგრამისტი და მწერალი კანადიდან, წარმოშობით რუსი. იგი ცნობილია, როგორც Ethereum-ის დამფუძნებელი და Bitcoin Magazine-ის თანადამფუძნებელი.

თავიდან, ვიტალიკ ბუტერინი სტატიებს წერდა ბიტკოინის შესახებ ერთ-ერთ ვებ-გვერდზე, სადაც მას თითო სტატიაში უხდიდნენ 3.5$-ს. სამწუხაროდ, ვებ-გვერდი, რომელზეც იგი პირველად მუშაობდა ბლოგერად, დაიხურა ბიტკოინის არაპოპულარულობის გამო. 2011 წლის სექტემბერში, იგი გახდა Bitcoin magazines-ის მთავარი მწერალი და თანადამფუძნებელი, რის შემდეგაც ეს ვებგვერდი ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე სერიოზული და პოპულარული კრიპტოვალუტების სივრცე.

vitalik buterin

მსოფლიო პოპულარობა კი მაშინ მოიპოვა, როდესაც გამოიგონა ETHEREUM .

ეთერიუმის ''white-paper''-ი პირველად 2013 წელს წარუდგინა საზოგადოებას. პროექტის შესახებ ბუტერინმა განაცხადა:

‘’მე ნამდვილად მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ვმოღვაწეობ ისეთი საინტერესო და ინტერდისციპლინარული ინდუსტრიის სფეროში, სადაც მაქვს შესაძლებლობა, საუკეთესო კრიპტოგრაფებთან, მათემატიკოსებსა და ეკონომისტებთან მქონდეს ურთიერთობა, რათა ხელი შევუწყოთ პროგრამებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც უკვე აუმჯობესებს ათასობით ადამიანის ცხოვრებას მთელს მსოფლიოში’’

მიმდინარე წელს, Bloomberg -მა გამოაქვეყნა წლის 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია, რომელშიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, Ethereum- ის დამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინიც შედის. Bloomberg-ის ამ სიაში შედის ნებისმიერი ინდუსტრიის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ლიდერი. სიაში ადგილი უჭირავს Amazon-ის დამფუძნებელსა და CEO-ს, Jeff Bezos-საც, საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანსა და მილიარდერ ელონ მასკს, SpaceX და Tesla-ს დამფუძნებელს

ვიტალიკ ბუტერინის ამ სიაში შეყვანა არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან კრიპტოვალუტა Bitcoin-ის და Ethereum-ის ბაზრები თავიანთ ისტორიულ ზენიტშია, ეს უკანასკნელნი უკვე მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, რადგან ფასებმა ყველაზე მაღალ ისტორიულ ნიშნულებს მიაღწიეს და კიდევ იზრდებიან.

ვიტალიკ ბუტერინი კი ჯერ სულ 23 წლის არის და მისმა გამოგონებამ მსოფლიოში ფინანსურ თუ პროგრამირების ინდუსტრიებში შექმნა უამრავი ახალი სტარტაპი და ძალიან დიდი ყურადღებაც დაიმსახურა Wall street-ის ინვესტორებისგან.

תגובות


bottom of page