ავსტრიულმა თაღლითურმა საიტმა 12,000 ბიტკოინი მოიპარა
ავსტრიულმა ინვესტირების თაღლითურმა ვებ-გვერდმა 10,000 მსხვერპლისგან 12,000 ბიტკოინი (დაახლოებით 116 მილიონი დოლარი) მოაგროვა.
ვებ გვერდს Optioment ერქვა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ის ბიტკოინის ინვესტიციის პლატფორმა იყო და გამყარებული იყო 35,000 ბიტკოინით. როგორც აღმოჩნდა, საიტმა ინვესტორები კვირაში 1.5%-4%-იანი ზრდით მიიზიდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Optioment ინვესტორებს დამატებით ჯილდოს ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხალხს მოიზიდავდნენ.
„OPTIOMENT გიხდის ბიტკოინებს, როდესაც მას მეგობრებსა და ბიზნეს კოლეგებს გაუზიარებ. ჩვენი კომპენსაციის გეგმა პირველ საფეხურზე 7%-ს გაძლევს, მეორე საფეხურზე 4%-ს, მესამესე - 3%-ს და ა.შ. და ის გიხდის ყოველ ჯერზე, როდესაც შენი მეგობარი დეპოზიტს გააკეთებს.“ - იუწყებოდა საიტი, რომელის ახლა offline რეჟიმშია.
საიტი შეკრებებსაც კი აწყობდა, რომელთაგან ყველაზე დიდი მისი გაქრობიდან რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, სადაც 700 კაცი იმყოფებოდა. ვებ გვერდმა არა მარტო ავსტრიელები, არამედ პოლონეთის, რუმინეთისა და იუგოსლავიის მოქალაქეებიც ჩაითრია.
ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში იხდიდნენ შეპირებულ პროცენტებს, მაგრამ 2017 წლის ნოემბერში უეცრად ყველა გადასახადი შეწყდა. ამ წლის იანვრის ბოლოს ავსტრიის ფინანსური ბაზრის ხელისუფლებამ ნელ-ნელა გამოძიება დაიწყო პირამიდის ეჭვით.
Optioment-ის უკან მდგომი სამი ოპერატორიდან ორი უკვე იდენტიფიცირებულია, რომელთაგან ერთი ლატვიელია, ხოლო მეორე - დანიელი. მიუხედავად ამისა, ჯერ არავინ დაუკავებიათ. გამომძიებლის ოფისი დღემდე ასობით საჩივარს იღებს ავსტრიელი ინვესტორებისგან.
წყარო: ccn.com
Comments