რაში გამოვიყენებთ ეთერიუმს?
ეთერიუმი საშუალებას აძლევს დეველოპერებს, ააგონ დეცენტრალიზებული აპლიკაციები. დეცენტრალიზებული აპლიკაცია, ანუ დაპლი (Dapp), რაღაც კონკრეტულ სამსახურს უწევს მის მომხმარებლებს. მაგალითად, ბიტკოინი არის დაპლი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პირისპირა ელექტრონული ფულის სისტემას, რომელიც შესაძლებელს ხდის ონლაინ გადახდებს. იმის გამო, რომ დეცენტრალიზებული აპლიკაციები იქმნება კოდისგან, რომელიც ბლოკჩეინის ქსელზე მუშაობს, მათ ვერ აკონტროლებს ერთი ინდივიდი ან ცენტრალური პირი.
ნებისმიერი სერვისი, რომელიც ცენტრალიზებულია, შეიძლება გახდეს დეცენტრალიზებული ეთერიუმის გამოყენებით. დაფიქრდი ყველა შუამავალ სერვისზე, რომელიც არსებობს ასობით სხვადასხვა ინდუსტრიაში: აშკარა სერვისებიდან, როგორიცაა ბანკის მიერ გაცემული სესხები, ისეთ შუამავალ სერვსებამდე, რომელზეც უფრო ნაკლებად ვფიქრობთ, მაგალითად, სახელების რეგისტრაციამდე, ხმის მიცემის სისტემამდე და სხვა.
ეთერიუმი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) შესაქმნელად. დაო სრულად ავტონომიური, დეცენტრალიზებული ორგანიზაციაა, რომელსაც ერთი ლიდერიც კი არ ჰყავს. დაო მუშაობს პროგრამულ კოდზე და გონიერი კონტრაქტების ერთობლიობაზე, რომლებიც ეთერიუმის ბლოკჩეინზეა ჩაწერილი (იხილეთ ჩვენი გზამკვლევები გონიერ კონტრაქებზე). კოდი შეიქმნა, რათა ჩაენაცვლებინა ტრადიციული ორგანიზაციების წესები და სტრუქტურა, გაექრო ადამიანის ყოფნისა და ცენტრალიზებული კონტროლის საჭიროება. დაოს ფლობს ყველა, ვინც იძენს მონეტებს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ თითოეული მონეტა ათანასწორებდეს თანასწორ წილსა და მფლობელობას, მონეტები მოქმედებენ, როგორც კონტრიბუცია, რომელიც ხალხს ხმის მიცემის უფლებას აძლევს.
„დაო შედგება ერთი ან მრავალი კონტრაქტისგან და შეიძლება დაფინანსდეს ერთ აზრზე მყოფი ადამიანების ჯგუფის მიერ. დაო მუშაობს სრულიად გამჭირვალედ და ადამიანების ჩარევისგან დამოუკიდებლად (დამფუძნებლებისაც კი). დაო ქსელში დარჩება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეძლებს, საკუთარი თავის უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას და გამოყენებადი სერვისების შემოთავაზებას კლიენტებისთვის.“ - სტეფან ტუალი, Slock.it-ის დამფუძნებელი, ეთერიუმის ყოფილი CCO.
დეცენტრალიზებული აპლიკაციების უპირატესობები
ვინაიდან დეცენტრალიზებული აპლიკაციები მუშაობენ ბლოკჩეინზე, ისინი სარგებელს იღებენ ყველა მისი თავისებურებებით:
-
გარდაუვალობა - მესამე პირს მონაცემებში არანაირი ცვლილების შეტანა არ შეუძლია.
-
კორუფციისა და ჩარევის მტკიცებულება - აპლიკაციები ეფუძნება ქსელს, რომელიც კონსენსუსის პრიციპის გარშემო ტრიალებს, რის გამოც ცენზორის არსებობა შეუძლებელია.
-
უსაფრთხო - დამარცხების ცენტრალური წერტილის არარსებობის გამო და იმის გამო, რომ ბლოკჩეინი დაცულია კრიპტოგარიფიულად, აპლიკაციები კარგადაა დაცული ჰაკერების შემოტევებისა და თაღლითური ქმედებებისგან.
-
გათიშვის არარსებობა (Zero downtime) - აპლიკაციები არასდროს ითიშება.
რა არის დეცენტრალიზებული აპლიკაციების უარყოფითი მხარე?
უპირატესობების სიმრავლის მიუხედავად, დეცენტრალიზებული აპლიკაციები უნაკლო არ არის. იმის გამო, რომ გონიერ კონტრაქტებს ადამიანები წერენ, ისინი მხოლოდ იმდენად კარგია, რამდენადაც ეს ადამიანები. კოდის ხარვეზებმა ან წინდაუხედაობამ შეიძლება მოულოდნელ უკუჩვენებამდე მიგვიყვანოს. თუ კოდში შეცდომა გაიპარა, არ არსებობს შეტევის, ან ექსპლუატაციის თავიდან აცილების ეფექტური გზა, გარდა ქსელის კონსენსუსის შენარჩუნებისა და ძირითადი კოდის თავიდან დაწერისა. ეს ბლოკჩეინის მთავარ იდეას ეწინააღმდეგება: მის შეუცვლელობას. ამასთან, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ცენტრალური პირი სჩადის, სერიოზულ კითხვებს ბადებს აპლიკაციის დეცენტრალიზებულ ბუნებასთან დაკავშირებით.
DAO-ს ჰაკი, რომელმაც ამ ყველაფერს საფრთე შეუქმნა
2016 წელს, რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. „the DAO”-დ წოდებული სტარტაპი, რომელიც ერთ კონკრეტულ დაოს პროექტზე მუშაობდა, დაიჰაკა.
დაო იყო პროექტი, რომელიც შეიმუშავა და დააპროგრამირა კიდევ ერთი სტარტაპის, Slock.it-ის, უკან მდგომმა გუნდმა. მათი მიზანი იყო ისეთი რისკიანი კაპიტალის ფირმის (Venture Capital) შექმნა, რომელსაც ადამიანი არ სჭირდებოდა და რომელიც საშუალებას მისცემდა ინვესტორებს, გონიერი კონტრაქტების მეშვეობით მიეღოთ გადაწყვეტილება. დაო ფინანსდებოდა მონეტების გაყიდვით და 150 მილიონ დოლარამდე იშოვა სხვადასხვა ადამიანებისგან.
დაფინანსებიდან ცოტა ხანში, დაო დაჰაკა უცნობმა თავდამსხმელმა, რომელმაც დაახლოებით იმდროინდელი 50 მილიონი დოლარის ოდენობის ეთერი მოიპარა. მიუხედავად იმისა, რომ შეტევა შესაძლებელი გახდა დაოს პროგრამაში გაპარული ხარვეზის და არა ეთერიუმის პლატფორმის გამო. პრობლემის მოგვარება ეთერიუმის დეველოპერებსა და დამფუძნებლებს მოუწიათ.
ეთერიუმი - დეცენტრალიზებული მომავალი
დაოს ჰაკის მიუხედავად, ეთერიუმი წინ მიიწევს და მას ნათელი მომავალი ელის. მომხმარებელზე მორგებული პლატფორმის შექმნით, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლებლობები, ეთერიუმი მსოფლიო ეკონომიკის დეცენტრალიზაციას აჩქარებს. დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს გააჩნიათ პოტენციალი, ძირფესვიანად აღმოფხვრან ასობით ინდუსტრია ფინანსების, უძრავი ქონების, აკადემიის, დაზღვევის, ჯანდაცვისა და საჯარო სექტორის ჩათვლით სხვა მრავალთან ერთად.
„თუ შენ თვლი, რომ ინტერნეტმა შენს ცხოვრებაზე გავლენა იქონია, ეთერიუმს იგივე ზეგავლენა ექნება ჩვენს კომუნიკაციებზე, ჩვენს მთლიან ინფორმაციის ინფრასტრუქტურაზე. ის ჩვენი არსებობის ყოველ ასპექტს შეეხება.
მისი გამოყენება უკვე შეიძლება Crowdfunding პლატფორმების (Weifund), ჯგუფური ხელისუფლების ინსტრუმენტების (Boardroom), მუსიკის/ფილმის/ხელოვნების მასალის რეგისტრაციის და სარგებლიანი პლატფორმების (ujo), ბრძენი ბაზრების (Gnosis) და სათამაშო აპლიკაციების (Virtue Poker) მიზნებისათვის.“
ჯოზეფ ლუბინი, Consensys-ის CEO.
წყარო: Blockgeeks.com
თარგმანი: ანა მიქატაძე
რედაქცია: ბექა დალაქიშვილი