top of page

ბიტკოინების შენახვა და დახარჯვა

როგორ შემიძლია შევინახო ჩემი ბიტკოინები?

იმისათვის, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს სისტემა, წარმოიდგინე ვინმე თომა, რომელიც ბიტკოინების გამოყენებას ცდილობს. ის დარეგისტრირდა cryptocurrency wallet- ში, რათა თავისი კრიპტოვალუტა შეინახოს.

ბიტკოინების საფულე.

არსებობს სამი სხვადასხვა აპლიკაცია, რომელთა გამოყენებაც თომას შეუძლია.

  1. სრულფასოვანი კლიენტი - ეს წააგავს ცალკე მდგომ იმეილ სერვერს, რომელიც თავად წარმართავს პროცესის ყველა ასპექტს შუამავლი სერვერების ჩართვის გარეშე. თომას შეეძლება თავად გააკონტროლოს მთლიანი სავაჭრო ოპერაცია დასაწყისიდან ბოლომდე. გასაგები მიზეზების გამო, ეს აპლიკაცია დამწყებებისთვის რეკომენდებული არ არის.

  2. მსუბუქი კლიენტი - ეს ცალკე მდგომი იმეილია, რომელიც დაკავშირებულია მეილის სერვერთან. მეილის სერვერს, თავის მხრივ, წვდომა აქვს შენს მეილბოქსთან. ის შეინახავს თომას ბიტკოინებს, მაგრამ საჭიროებს მესამე პირის სერვერს, რათა შეაღწიოს ქსელში და აწარმოოს სავაჭრო ოპერაცია.

  3. ვებ კლიენტი - ეს სრულფასოვანი კლიენტის საპირისპიროა და წარმოადგენს ვებმეილს, რომელიც მთლიანადაა დამოკიდებული მესამე პირის სერვერზე. მესამე პირი ჩაანაცვლებს თომას და მთლიან ტრანზაქციას თავად წარმართავს.

შენ იპოვი საფულეებს, რომლებიც ხუთ ძირითად ტიპადაა წარმოდგენილი: დესკტოპის, მობილურის, ვებ, ქაღალდის და მყარ (Hardware). თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

როგორ ვიყიდო და გავყიდო ნივთები ბიტკოინებით?

ბიტკოინებთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტი ისაა, რომ არ არსებობს მათი ფიზიკური კვალი ისე, როგორც ეს, ვთქვათ, დოლარის შემთხვევაშია. ერთადერთი, რაც გაგაჩნია, სხვადასხვა მისამართებზე შესრულებული ტრანზაქციების მონაცემებია თავიანთი ბალანსებით, რომელთა რაოდენობაც იზრდება ან მცირდება ბლოკჩეინში.

იმისათვის, რომ ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, მოდი თომას დავუბრუნდეთ.

 

ბიტკოინის სავაჭრო ოპერაციის მაგალითი.

თომას უნდა, გამოიყენოს თავისი ბიტკოინი ნუცისგან პიცის საყიდლად. ის გადაუგზავნის ნუცის თავის პირად „გასაღებს“, რიცხვებისა და ასოების პირად თანმიმდევრობას, რომელიც შეიცავს ქოინების სავაჭრო ოპერაციების ისტორიას, რაოდენობას და ნუცის საფულის ციფრულ მისამართს. ეს „მისამართი“ იქნება სულ სხვა, საზოგადო რიცხვებისა და ასოების თანმიმდევრობა. ნუცი სკანირებას გაუკეთებს თომას „გასაღებს“ თავისი სმარტფონით, რათა გაშიფროს იგი. ამასობაში კი, თომას სავაჭრო ოპერაცია ხილულია სხვა ყველა ქსელის მომხმარებლისთვის (მათ „ნოდები“ ეწოდებათ) ბლოკჩეინის მეშვეობით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ალისას ტრანზაქცია დადასტურებულია კონკრეტული ტექნიკური და ბიზნეს-პროცესით, რომელსაც მოპოვება („მაინინგი“) ეწოდება. „მაინინგი“ ნუცის აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, გააგრძელოს თუ არა თომასთან სავაჭრო ოპერაცია.

 

რა უნდა ვიცოდე, რომ ჩემი ბიტკოინები დავიცვა?

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც შენი ბიტკოინების რაოდენობის გაზრდაში დაგეხმარება.

ისევე, როგორც ჩვეულებრივი საფულის შემთხვევაში მოიქცეოდი, შეინახე ბიტკოინების მხოლოდ მცირე რაოდენობა შენს კომპიუტერში, მობილურში, ან სერვერში ყოველდღიური მოხმარებისთვის, ხოლო დანარჩენი უფრო უსაფრთხო ადგილას შეინახე.

  • დაარეზერვე (backup) შენი საფულე რეგულარულად და დააყენე ძლიერი პაროლი, რათა თავი დაიზღვიო ქურდებისაგან.

  • შეინახე შენი ბიტკოინები ქსელგარეშე (Offline) საფულეში, რომელიც, მეტი უსაფრთხოებისთვის, გამორთულია შენი ქსელიდან. იფიქრე მასზე, როგორც ბანკზე მაშინ, როდესაც შენ ფულის მხოლოდ მცირე რაოდენობას ატარებ საფულით.

  • განაახლე შენი პროგრამა. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, გამოიყენე ბიტკოინების მულტი-ხელმოწერის ფუნქცია, რომელიც სავაჭრო ოპერაციის შესრულებისას მრავალ დამოუკიდებელ დადასტურებას მოითხოვს.

ამ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებას შეუძლია, შენი ფული დაიცვას.

 

კიდევ რა უნდა ვიცოდე?

დაიცავი შენი მისამართი:  მიუხედავად იმისა, რომ შენი ვინაობა მისამართის უკან ანონიმური რჩება, ბიტკოინი ყველაზე საზოგადო სავაჭრო ოპერაციების ფორმაა, რომლის დანახვაც ყველას შეუძლია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა შეცვალო ბიტკოინის მისამართი ყოველი ტრანზაქციის შემდეგ. ასევე შეგიძლია, გამოიყენო რამდენიმე საფულე სხვადასხვა მიზნებისთვის, იმისათვის, რომ შენი ბალანსი და სავაჭრო ოპერაციების ისტორია დამალო იმისგან, ვინც ფულს გიგზავნით.

შენი დადასტურების დრო: როგორც უკვე ითქვა, შენი სავაჭრო ოპერაცია დასტურდება დაახლოებით ათ წუთში. სხვადასხვა საფულეებს სხვადასხვა დადასტურების დრო აქვთ.

წყარო: Coindesk.com

თარგმანი: თეკლა ფორჩხიძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი

bottom of page