როგორ გამოვთვალოთ მოპოვების მომგებიანობა?
თუ სერიოზულად ფიქრობ კრიპტოვალუტის მაინინგს, აუცილებელია იცოდე, როგორ გამოიყენო ოპტიმალურად საკუთარი სახსრები და კომპიუტერული ტექნიკა. ამ სტატიის მიზანია, დაგეხმაროს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.
ცხადია, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ბიტკოინის ასიკ მაინერებში (ASICs). თუ შენ გაქვს ასეთი მოწყობილობა, უკვე იცი, როგორ მუშაობს ეს დანადგარები და აპირებ, ან უკვე მოიპოვებ, ბიტკოინს. ეს სტატია მათთვისაა, ვისაც უფრო ნაკლები თანხა აქვს და ფიქრობს GPU მაინერის შეძენას Scrypt-ზე მომუშავე ვალუტების მოსაპოვებლად, ან მცირე სიმძლავრის ასიკის შეძენას ბიტკოინის ან სხვა SHA-256 ალგორითმზე მომუშავე ვალუტების მოსაპოვებლად.
საიდან დავიწყოთ?
კრიპტოვალუტების მოპოვების პროცესი მოიცავს რთული კრიპტოგრაფიული ფუნქციების ამოხსნას. ამ ფუნქციების ამოხსნით, მაინერები ქსელს აწვდიან „სამუშაოს შესრულების მტკუცებულებას“ (Proof of Work) და ამისათვის საჩუქრდებიან კრიპტოვალუტით. სამუშაოს შესრულების მტკიცებულებაზე მომუშავე ალგორითმები, რომლებიც დღეს გამოიყენება, არის: SHA-256 და Scrypt. გარდა ამისა, არსებობს უფრო ნაკლებად გამოყენებადი ალგორითმებიც, რომლებსაც ამ სტატიაში არ შევეხებით (მაგალითად PrimeCoin)
-
SHA-256 - ეს არის ალგრითმი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს გადამუშავების სისწრაფეს. ბიტკოინის ადრეულ სტადიებზე მოპოვება შესაძლებელი იყო როგორც CPU, ასევე GPU-ს (graphics processing units) მეშევეობით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ჩვეულებრივ სახლის კომპიუტერზე. სამწუხაროდ, ამ დრომ კარგა ხანია ჩაიარა და ბიტკოინის მოპოვების სირთულიდან გამომდინარე, დღეს დღეობით აუცილებელია ე.წ. ასიკ მაინერები (ASICs). ასეთი მძლავრი პროცესორების გამოყენებამ გამოიწვია ბიტკოინის მოპოვების სირთულის მკვეთრი ზრდა, რაც თავის მხრივ გადაიზარდა ტექნოლოგიურ კონკურენციაში და დღეისათვის ყველაზე მძლავრი ტექნიკაც კი შეიძლება ხვალ უსარგებლო გახდეს იმის გამო, რომ გამოვიდეს ახალი, გაუმჯობესებული მაინერი.
-
Scrypt - ალგორითმი უპრირატესობას ანიჭებს RAM-ს და პარალელურ გამოთვლის შესაძლებლობას. ამის გამო, ასიკები ჯერ-ჯერობით არ არიან გამოსადეგნი ამ ალგორითმზე მომუშავე ვალუტების მოსაპოვებლად. ამიტომაც, ასეთი ვალუტების ბლოკჩეინის ქსელის მთლიანი სიმძლავრე გაცილებით ნაკლებია.
შენი ბიუჯეტისა და სასურველი ვალუტის განსაზღვრის შემდეგ საჭიროა, მომპოვებელი სისტემის შერჩევა. აქ არსებობს ორი ძირითადი არჩევანი:
-
DIY სამომპოვებლო ტექნიკა - შესაძლებელია აეწყოს სახლის პირობებში აწყობა, როგორც წესი მაინერებს სპეციალურ პლატფორმაზე ამონტაჟებენ. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია როგორც GPU, ასევე CPU სიმძლავრის გამოყენება მოპოვებისათვის;
-
ASIC-ები არის ცალკე მოწყობილობა, რომელიც მონტაჟდება სპეციალური ადაპტერების მეშვეობით და მათ, როგორც წესი, მოყვება ეთერნეტის ან USB პორტები. როგორც წესი, მათი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე DIY-სა.
ენეგიის მოხმარება
მაინინგი საკმაოდ დიდ ელექტროენრგიის დანახარჯთანაა დაკავშირებული. როდესაც აწყობ მაინერს, საჭიროა მხედველობაში მიიღო მისი ელექტროენერგიის მოთხოვნები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მოიპოვებ ვიდეო კარტების მეშვეობით, რადგან მათმა დიდმა რაოდენობამ შესაძლოა გადატვირთოს ელექტროენერგიის ქსელი და პრობლემები შეგექმნას მის მოწოდებასთან დაკავშირებით.
მეორეს მხრივ, ასიკები გაცილებით მეტს კალკულირებენ გაცილებით ნაკლები ენერგიის სანაცვლოდ, ვინაიდან ეს არის სპეციალიზებული ტექნიკა კონკრეტულად მოპოვებისათვის და ამასთან, როგორც წესი, მოჰყვება ადაპტორი.
მოპოვების ეფექტურობა სხვადასხვა სისტემაზე მომუშავე მაინერებისათვის შეგვიძლია გავზომოთ მისი სისწრაფის (წამში ამოხსნილი ჰაშების რაოდენობა) შეფარდებით მის მიერ მოპოვებულ ენერგიაზე: (ჰაშ სისწრაფე / ენერგიის მოხმარება = მოპოვების ეფექტურობას)
შეამოწმე გადასახადი!
მაინერის ღირებულების გადახდის შემდეგ, მთავარი ხარჯი სწორედ ელექტროენერგიის ხარჯია. ამიტომ, მომგებიანობის დასათვლელად აუცილებელია, გავითვალისწინოთ ეს ხარჯიც. თუ ელექტროენერგიის ხარჯი აჭარბებს, ან ძალიან უახლოვდება, მიღებულ შემოსავალს, ცხადია, მოპოვება არ არის მომგებიანი.
გაერთიანდი ბრიგადაში
ჩვენს გზამკვლევში, რა არის სამომპოვებლო ბრიგადა, ვრცლადაა აღწერილი მოპოვების ეს მეთოდი. თუცა, მოკლედ რომ ვთქვათ, თითქმის ყოველთვის უმჯობესია, გაერთიანდეთ ასეთ ბრიგადაში, რადგან ერთობლივად ბევრ მაინერს აქვს მეტი შანსი, მიიღოს ბლოკის ჯილდო. როგორც წესი, ეს ჯილდო თითოეულ მაინერზე ნაწილდება მათი სიმძლავრის მიხედვით.
მოპოვების მომგებიანობის გამოსათვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მაინინგ კალკულატორით
წყარო: Coindesk.com
თარგმანი: ბექა დალაქიშვილი
რედაქცია: ანა მიქატაძე